2 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რასმუსენის შეხვედრა სტუდენტებთან და პარლამენტის წევრებთან

ჩამოტვირთვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა. დღის დასაწყისში რასმუსენი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. მასმედიისთვის ღია შეხვედრაზე რამდენიმე განცხადება გაკეთდა. როგორც პოლიტიკოსები აღნიშნავენ, ნატოს წარმომადგენლობის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილები გაიგზავნა და საქართველო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს კიდევ უფრო დაუახლოვდა. პარლამენტში კომისიის სხდომის შემდეგ, შეხვედრები გენერალური მდივნის პროტოკოლის მიხედვით, უნივერსიტეტში მოეწყო, სადაც სტუდენტებს მათთვის საინტერესო თემაზე გენერალური მდივნისათვის კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. მოგვიანებით კი ანდერს ფოგ რასმუსენმა ვაზიანის სამხედრო ბაზა მოინახულა. პარალელურად, ევროატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმოამდგენლები, შეხვედრებს რედისონ ბლუ ივერიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცის წამომადგენლებთან მართავდნენ. როგორც შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები აღნიშნავდნენ, ნატოს დელეგაციის წევრებთან მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხი. დღის ბოლოსთვის, ნატოს დელეგაცია ბათუმში რამდენიმე შეხვედრას გეგმავს. პროტოკოლით გაწერილია, რასმუსენის ვიზიტი პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომელიც საღამოს ექვს საათზე დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები