პოლიტიკა
რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მიიწვია
2011-11-10 19:05:06
ჩამოტვირთვა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მიიწვია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ურთიერთობების გაღრმავებაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა უკვე მეორედ იმართება.
"2008 წლის აგვისტოს შემდეგ, სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა თბილისში, რაც იყო ევროატლანტიკური სოლიდარობის ძალიან დიდი სიმბოლური გამოხატულება, მებრძოლი ქართველი ერის მიმართ. სამი წლის განმავლობაში დღეს უკვე ჩრდილოატლანტიკური საბჭო მეორედ ჩამოდის თბილისში. გარდა ამისა, მე დღეს მივიღე მოწვევა გენერალური მდივნისგან, რომ უახლოეს მომავალში ჩავიდე ბრიუსელში და კიდევ დავესწრო ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს. ამხელა ინტენსიურობის ურთიერთობა უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები