2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რასმუსენი უკვე თბილისშია

ჩამოტვირთვა

ნატო–ს გენერალური მდივანი უკვე თბილისშია. ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურთან ერთად, ნატო–საქართველოს კომისიის სხდომას გახსნის. სხდომას ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებიც დაესწრებიან. შეხვედრაზე საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხები, მათ შორის ქვეყანაში გატარებული რეფორმები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების დაცვის საკითხები განიხილება. კომისიის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ერთობლივ განცხადებას, სადაც დაფიქსირებული იქნება ნატო–ს წევრი ქვეყნების პოზიცია ყველა იმ საკვანძო საკითხზე, რაც საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობებში არსებობს. ნატო–ს გენერალური მდივანი საქართველოში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა. ანდერს ფოგ რასმუსენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დელეგაცია დახვდა. აეროპორტიდან მაღალი რანგის სტუმარი სასტუმრო "რედისონში" გაემართა, სადაც რამდენიმე წუთში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა უნდა დაიწყოს. ალიანსის პირველი პირი ჩვენ ქვეყანაში ორ დღეს დარჩება. ვიზიტის ფარგლებში, ის მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს, შეხვდება როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია. თბილისსა და ბათუმში მოქმედ მედიაცენტრებში უკვე დარეგისტრირებულია 240-ზე მეტი ჟურნალისტი. ვიზიტის გასაშუქებლად საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი საქართველოში გენერალურ მდივანთან ერთად ჩამოვიდა. მედიის წარმომადგენლები მათთვის საგანგებოდ მომზადებულ მედიაცენტრებში უკვე განთავსდნენ. საქართველოში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს და მაღალი რანგის სტუმრის შეხვედრებს 240-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები