2 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ პალესტინის წევრობაზე გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხდა

ჩამოტვირთვა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა გუშინ გამართულ სხდომაზე ვერ მოახერხეს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, ორგანიზაციაში პალესტინის ავტონომიის წევრობის შესახებ. როიტერის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს წევრები რამდენიმე ჯგუფად, იმის მიხედვით გადანაწილდნენ, ვის რა დამოკიდებულება ჰქონდა პალესტინის გაერო–ში სრულუფლებიან წევრად მიღებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნები უჭერენ მხარს ამ საკითხს და ვინ არის წინააღმდეგი. სააგენტო "როიტერის" ცნობით, აზრთა სხვადასხვაობა გაერო–ს უშიშროების საბჭოში იმის ნიშანია, რომ პალესტინის საკითხის დადებითად გადაწყვეტა, შესაძლოა, არ მოხდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები