პოლიტიკა
რუსეთის წინააღმდეგ სამი სარჩელი დააკმაყოფილეს
2011-11-09 13:48:52
ჩამოტვირთვა
სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ სამი სარჩელი დააკმაყოფილა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლებას მოსარჩელე მხარეებისთვის, საერთო ჯამში, 98 ათას ევროზე მეტის გადახდა მოუწევს.
ყველაზე დიდი ოდენობის თანხას, 66 ათას ევროს გროზნოში მცხოვრები ქალი მიიღებს, რომლის შვილიც წლების წინ რუსმა ჯარისკაცებმა გაიტაცეს. მან სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აღძრა, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მისი შვილის გაუჩინარების საქმე სათანადოდ არ გამოიძია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 18 ათას ევროს მიიღებს ევგენი ფილატოვი, რომელსაც 2004 წელს ირკუტსკში მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი უზბეკეთის მოქალაქე უმიდ იაკუბოვს ჰქონდა შეტანილი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უზბეკეთის მოქალაქეს რუსული მხარე 14 000 ევროს გადაუხდის.
კომენტარები