2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გერმანიის უარი რუსეთს

ჩამოტვირთვა

გერმანიამ რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა. უვიზო მიმოსვლის საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ბერლინში, გერმანელ კოლეგა კრისტიან ვულფთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე დააყენა. მედვედევის თქმით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები და უკვე შემუშავებული საგზაო რუკა ითვალისწინებს იმას, რომ მხარეებმა არა სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, არამედ მის საერთოდ გაუქმებაზე იმუშაონ. რუსეთის პირველ პირს ამავე პრესკონფერენციაზე უპასუხა გერმანიის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ მოსკოვს უვიზო რეჟიმის დამყარების კუთხით "სწრაფი პროგრესის" იმედი არ უნდა ჰქონდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები