2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისს დღეს ეწვევა

ჩამოტვირთვა

ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთად რეს ეწვევა. თბილისში აცხადებენ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე. ორ დღის განმავლობაში დელეგაცია ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს გაეცნობა და შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან და ISAF–ის მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებთან გამართავს. ნატო–ს გენერალური მდივნის სტატუსით, ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში მეორედ ჩამოდის. ორი დღის განმავლობაში მას მაღალი რანგის შეხვედრები ექნება. სასტუმრო "რედისონის" შემდეგ, საბოლოო სამზადისი სრულდება პარლამენტშიც, სადაც ნატო–ს დელეგაცია კანონმდებლებს უნდა შეხვდეს. რასმუსენის ვიზიტი მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია. მედიაცენტრში უკვე დარეგისტრირებულია ასობით ქართველი და უცხოელი ჟურნალისტი, რომლებიც თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს გააშუქებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები