მსოფლიო
საქართველოს ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა
2011-11-08 11:19:58
ჩამოტვირთვა
რასმუსენის შემდეგ 10 ნოემბერს საქართველოს ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა. საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწე ამერიკა–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის თანათავმჯდომარეცაა და მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის სფეროში ამერიკისა და საქართველოს ყოველწლიურ ორმხრივ კონსულტაციებში.
დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, რომლებზეც ის თემები გაჟღერდება, რაც თავდაცვის სფეროში ორი ქვეყანისთვის მნიშვნელოვანია. ვერშბოუ საქართველოს 12 ნოემბერს დატოვებს.
კომენტარები