მსოფლიო
პრეზიდენტი უმრავლესობის წევრებს შეხვდა
2011-11-07 16:26:13
ჩამოტვირთვა
პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე 2012 წლის ბიუჯეტი და ეკონომიკური თემები განიხილეს.
პრეზიდენტის თქმით, ბიუჯეტი იზრდება და დაგეგმილია მსხვილი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მესტიაში, კახეთში, ბორჯომსა და ახალციხეში ჰესების მშენებლობაც დაიწყება. მისივე თქმით, სამეზობლოში შექმნილია ისეთი ვითარება, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებს ინვესტორები ტოვებენ და ამ სიტუაციით საქართველომ უნდა ისარგებლოს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ინვესტიციების მოსაზიდად საუკეთესო პირობები აქვს შექმნილი. გარდა ამისა, ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებასთან ერთად, კვალიფიციური სპეციალისტებიც აუილებელია. პრეზიდენტმა ქუთაისში პარლამენტის გახსნაც დაანონსა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში პირველი სხდომა 2012 წლის 26 მაისს გაიმართება.
კომენტარები