2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბერლუსკონის ისევ ჩაეძინა

ჩამოტვირთვა

კანში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე ბერლუსკონის ორჯერ ჩაეძინა. პრემიერს მაშინ ჩაეძინა, როდესაც იტალიის საკითხს განიხილავდნენ. იტალია საბერძნეთის შემდეგ პირველი ქვეყანაა ევროზონაში, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი ემუქრება. სირცხვილისგან გაწითლებული თანაშემწე იძულებული გახდა სილვიო ბერლუსკონისთვის გამოსაფხიზლებლად მუჯლუგუნი ეკრა.კანის დატოვებამდე სილვიო ბერლსუკონიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 8 ნოემბერს იტალიის პარლამენტში ბიუჯეტს დაამტკიცებენ. მეორე დღეს კი ცნობილი გახდება, მიიღებს თუ არა ბერლუსკონის მთავრობა ნდობის ვოტუმს. იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ყოველთვის თავი მოჰქონდა, რომ ის ყველაზე შრომისუნარიანი და გამძლე პოლიტიკოსია, დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი სძინავს, დანარჩენი დროის განმავლობაში კი იტალიის საკეთილდღეოდ იღწვის. იტალიელი პრემიერი 75 წლისაა და ის ყველაზე ხანდაზმულია განვითარებული ქვეყნების ლიდერთა შორის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები