პოლიტიკა
იტალია ბერლუსკონის წასვლას ითხოვს
2011-11-06 15:12:55
ჩამოტვირთვა
იტალიის ოპოზიცია სილვიო ბერლუსკონის გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით გუშინ რომის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. მათი განცხადებით ქვეყანას სწრაფი და მაშტაბური ცვლილებები სჭირდება, მთავრობას კი არსებულ პრობლემებთან გამკლავების უნარი არ გააჩნია. თავად პრემიერ მინისტრი ირწმუნება, რომ ხელისუფლებას მტკიცე მდგომარეობა აქვს, თუმცა აღსანიშნავია რომ პარლამენტში მისი მხარდამჭერების რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს. იტალიელ პოლიტოლოგთა ნაწილი კი ბერლუსკონის თანამდებობიდან წასვლას მომავალი კვირისთვის წინასწარმეტყველებს.
კომენტარები