2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კანში დიდი ოცეულის სამიტი დასრულდა

ჩამოტვირთვა

კანში დიდი ოცეულის სამიტი დასრულდა. ევროპის ლიდერებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაძლიერება გადაწყვიტეს. სამიტის დახურვისას ნიკოლა სარკოზიმ მონაწილეებს ევროპისა და ევროს დასაცავად კიდევ ერთხელ მოუწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაძლიერება ევროზონის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც, დააფიქსირა. ბარაკ ობამას თქმით, შტატებმა ორი წლის წინ, აქტიური ღონისძიებები გაატარა ფინანსური კრიზისის დასაძლევად. ამიტომ ევროპამ ამერიკის მაგალითი უნდა აიღოს. სამიტის დასრულების შემდეგ, ევროპელი ლიდერები აცხადებდნენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდის თაობაზე კონკრეტული გეგმა მომავალი წლის თებერვლისთვის მომზადდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები