მსოფლიო
იტალიაში წყალდიდობის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
2011-11-05 17:01:13
ჩამოტვირთვა
სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა იტალიაში წყალდიდობის შედეგად. იტალიის ქალაქ გენუაში უკვე რამდნეიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. წყლის ნაკადმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეც შეაღწია, ერთი კვირაა რეგიონში მდინარეა ადიდებული. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაზარალებულები თავშესაფარს ეძებენ.
საგანგებო მდგომარეობაა ჩრდილოდასავლეთით, იტალიის დიდ ქალაქებშიც, მოსახლეობას ურჩვენ მანქანით არსად გავიდნენ და სახლებში, რაც შეიძლება მაღალ სართულებზე დარჩნენ. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში მთავრობამ ჯერ კიდევ გასულ კვირას გამოაცხადა. სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს მოსახლეობას ჯერ ვერ პირდებიან.
კომენტარები