2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Warner Bros-ი ლიტვინენკოს შესახებ ფილმს იღებს

ჩამოტვირთვა

ამერიკული კინოკომპანია Warner Bros-ი ФСБ-ს ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, შესახებ ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით რეჟისორ რუპერტ უაიატთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას კინოსტუდიის ბლოგი Deadline ავრცელებს. ლიტვინენკოს როლს მაიკლ ფასბენდერი შეასრულებს, რომელიც ფილმებში "უსახელო ნაბიჭვრები" და იქს-ადამიანები: პირველი კლასი" ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ფილმის თანაპროდიუსერი ჯონი დეპი იქნება. წელს უაიატის ფილმი - "მაიმუნების პლანეტის აჯანყება" გამოვიდა, რომელმაც 450 მლნ დოლარი მოგება მოიტანა. რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი, ალექსანდრ ლიტვინენკო, 2006 წელს ლონდონში პოლონიუმით მოწამლეს. მის მოწამვლაში დიდი ბრიტანეთი რუსეთის ამჟამინდელ დეპუტატს, ანდრეი ლუგავოის, ადანაშაულებს და რუსულ მხარეს მის ექსტრადირებას სთხოვს. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ამ მოთხოვნას ოფიციალური უარით უპასუხა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები