მსოფლიო
რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს
2011-11-04 16:53:22
ჩამოტვირთვა
რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. პრემიერ მინისტრმა მოლაპარაკებების პროცესი წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ნიკა გილაურის თქმით, შუამავალმა ქვეყანამ შვეიცარიამ, საქართველოს ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა. გილაურის განმარტებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ განხორციელებული მოტირინგის პროცესი ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი. პირველი - უსაფრთხოების საკითხები, მეორე კი ის რომ, მონიტორინგი საშუალებას მისცემს საქართველოს, ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა დღესვე ჰონგკონგის ღვინის ფესტივალში ქართული ღვინის წარმატებაზეც ისაუბრა.
კომენტარები