2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რასმუსენი საქართველოში 9 ნოემბერს ჩამოვა

ჩამოტვირთვა

ნატოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ალიანსის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის განრიგი გამოაქვეყნა. ანდერს ფოგ რასმუსენი ორდღიანი ვიზიტით ქვეყანაში 9 ნოემბერს ჩამოვა. დაგეგმილია მისი სტუმრობა ბათუმშიც. პირველ დღეს რასმუსენი ნატო-საქართველოს კომისიას შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. ვიზიტის მეორე დღეს ნატოს გენერალური მდივანი პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის წევრებს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სტუმარი პრესკონფერენციასაც გამართავს. ვიზიტის მეორე დღეს, ბათუმში მას პრეზიდენტი სააკაშვილი მიიღებს. ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლასა და ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრასაც გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები