პოლიტიკა
თემურ იაკობაშვილის მოხსენება ჰოპკინსის უნივერსიტეტში
2011-11-03 12:36:28
ჩამოტვირთვა
საქართველოს რეფორმები, როგორც მაგალითი ახალი დემოკრატიებისთვის - ქვეყანაში გატარებულ ცვლილებებზე სასაუბროდ ჰოპკინსის უნივერსიტეტში საქართველოს ელჩი იყო მიწვეული. თემურ იაკობაშვილის თქმით, რევოლუციის შემდეგ რეფორმები ერთდროულად ყველა მიმართულებით დაიწყო. შეხვედრაზე საუბარი რუსეთთან ურთიერთობებსაც შეეხო. კონფერენციას ამერიკელი ექსპერტებიც ცესწრებოდნენ. აქცენტები რუსეთში არსებულ დღევანდელ ვითარებაზეც გაკეთდა. იაკობაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალეობამ საქართველოში კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ქართველების მხოლოდ 3 პროცენტი ამბობს, რომ ან იძლევა ქრთამს, ან იღებს ან გაუგია მსგავსი ფაქტების შესახებ. მისი თქმით, საზოგადოებრივი შეგნების მსგავსად, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ნომერ პირველი მებრძოლი ქვეყანაა. იაკობაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საჭიროა პოლიციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა.
კომენტარები