0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ

ჩამოტვირთვა

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატა უკვე მუშაობს საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე, რომელშიც კიდევ ერთხელ მკაცრად იქნება დასმული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი. სწორედ ამ რეზოლუციის თემა იყო მთავარი საკითხი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უკვე მეორე დღეა ვაშინგტონში იმყოფება და მოლაპარაკებებს მართავს ამერიკელ კანონმდებლებთან. დღეს ქართული დელეგაცია კონგრესმენებს დევიდ დრაერს, გრეგორი მიკსს, ადამ სმიტს, დენ ბარტონას და სტენი ჰოიერს შეხვდა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია იქნება იმ დოკუმენტის მსგავსი, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ის სენატმა მიიღო. რეზოლუციაში მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები