0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართული დელეგაცია ჟენევაში მიემგზავრება

ჩამოტვირთვა

ჟენევაში ქართული დელეგაციის წევრებმა დღეს პრეზიდენტთან კონსულტაციები გაიარეს. მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ტექნიკურ საკითხებზე, შვეიცარიაში უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი შევეიცარულ წინადადებას და სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორინგს დათანხმდება. ქართული მხარე შვეიცარიასთან დოკუმენტის საბოლოო ვარიანტზე უკვე შეთანხმდა და ახლა რუსეთის პასუხს ელოდება. „ბოლო 17-18 წლის განმავლობაში, 1992 წლის შემდეგ გვაქვს იმ ტვირთბრუნვის მონიტორინგის, გაკონტროლების პრობლემა, რომელიც კვეთს საქართველოს საზღვრებს და მოძრაობს საქართველოს შიგნით. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ამ ტვირთის გაკონტროლების სურვილი უშუალოდ ან საერთაშორისო მონიტორების მეშვეობით. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია სწორედ ამას არეგულირებს და ასეთი იყო ჩვენი წინადადებაც რუსეთისადმი. ღია აგრესიის დაწყების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გართულდა, მაგრამ თქვენი ერთობლივი ძალისხმევისა და მოლაპარაკებების ძალზე რთული პროცესის შედეგად, ამ პოზიციას ისევ დავუბრუნდით - საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ უნდა განხორციელდეს ყველა იმ ტვირთის მონიტორინგი, რომელიც საქართველოს მიმართულებით და საქართველოს შიგნით მოძრაობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა მომლაპარაკებელთა ჯგუფის ქართველ წევრებს და შეიცარიას, როგორც შუამავალ მხარეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები