პოლიტიკა
გილაურმა მესტია მოინახულა
2011-11-02 16:16:14
ჩამოტვირთვა
პრემიერ-მინისტრი დღეს მესტიაში იმყოფებოდა. ნიკა გილაურმა, ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, მაღალი ძაბვის მშენებარე ხაზი დაათვალიერა.პრემიერი გაეცნო იმ პროექტებს, რომლებიც მესტიაში მომავალ წელს უნდა განხორციელდეს. მან შეამოწმა სასტუმროებისა და უკვე მიმდინარე მშენებლობების ხარისხი.ნიკა გილაური ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა."მესტია არის ძალიან კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო ურთიერთობისა. პირველი ნაბიჯი კი გადადგა სახელმწიფომ - ჩვენ დავიწყეთ რეაბილიტაციის პროექტი, ამ პიაცას მშენებლობის პროექტი, მაგრამ კერძო სექტორი აგვყვა... კერძო სექტორმაც დაინახა, რომ აქ შეიძლება საკმაოდ კარგად ბიზნესის კეთება, აქ მეტი ტურისტი ჩამოვა, მეტი ადამიანი დასაქმდება და კერძო სექტორიც ახორციელებს ინვესტიციებს," - განაცხადა გილაურმა
კომენტარები