2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი-კრემლის მიკროფონი საქართველოში

ჩამოტვირთვა

პუტინის მესიჯების გამხმოვანებელი და ადამიანი, რომელიც მოსახლეობის მოსყიდვას ფულით ვერ შეძლებს. ეს არის შეფასებები რომლიც საკანონმდებლო ორგანოში ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციიდან მეორე დღეს კეთდება. საპარლამენტო უმრავლესობაში თვლიან, რომ ივანიშვილმა კრემლის ინტერესები კიდევ ერთხელ გააჟღერა. საათნახევრიან გამოსვლაში ივანიშვილის პოლიტიკური კურსი ვერც საპარლამენტო ოპოზიციაში გაარკვიეს. ქრისტიან დემოკრატებმა რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქს პრესკონფერენციის არაორგანიზებულობაც დაუწუნეს. ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა. ბიძინა იანიშვილმა საზოგადოებას თავი გააცნო როგორც ძალიან ჩვეულებრივმა და საქვეყნო საქმეებზე დაფიქრებულმა ადამიანმა და არა როგორრც „მესიამ“ . ასე ოლიგარქის ცინიზმ ნარევ საათნახევრიან კრიტიკას „რესპუბლიკური პარტიის „ თავჯდომარე აფასებს. დავით უსუფაშვილი თვლის ,რომ ივანიშვილმა როგორც პოლიტიკოსების ასევე საზოგადოების მოლოდინი გაამართლა . ქართველი ექსპერტები კი თვლიან , რომ ივანიშვილი საქართველოს მომავალს კრემლის თვალებით ხედავს. ექსპერტების განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალება წარმატებით კიდევ ერთხელ შეასრულა. 90 -ან წლებში რუსეთში ნაშოვნი ფულით ქართული პოლიტიკის კეთების სურვილი ივანიშვილმა სულ ცოტახნის წინ გამოთქვა. თქვა და პოლიტიკოსობა ხელისუფლების, ოპოზიციის დიდი ნაწილისა და ქართული მედიის კრიტიკით დაიწყო. იდუმალებით მოცული ოლიგარქის ხილვის საშუალება ქართველ მაყურებელს გუშინ საათნახევრის განმავლობაში ჰქონდა. ოლიგარქმა ყველა კითხვას დაპირებებით უპასუხა და მუქარის ტონიც გაურია. რას გააკეთებს და როგორ, გაამართლებს თუ არა მის გარეშემო შეკრებილ ხელმოცარულ პოლიტიკოსთა იმედებს ამას ალბათ დრო აჩვენებს. თუმცა ფაქტი ერთია, რომ მსხვილი ბიზნესიდან დიდ პოლიტიკაში ივანიშვილმა პირველი განაცხადი კრემლის ინტერესების გათვალისწინებით გააკეთა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები