მსოფლიო
კონდოლიზა რაისი მემუარებში 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის ახალ დეტალებზე საუბრობს
2011-11-02 14:27:12
ჩამოტვირთვა
2008 წლის აგვისტოს ომის დროს თავის რუს კოლეგასთან სკანდალურ სატელეფონო საუბარს იხსენებს შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი.
კონდოლიზა რაისი წინგნში თავისი კარიერის მნიშვნელოვან პერიოდზეც საუბრობს . რაისის მემუარებზე ~ვაშინგტონ პოსტმა~ სტატია გამოაქვეყნა.
სერგეიმ გამაფრთხილა, ეს მოთხოვნა ჩვენ შორის დარჩენილიყო და თქვა, რომ მიშა უნდა წავიდეს. ყურებს არ დავუჯერე, ჩემი რეაქციაც ინსტინქტური იყო. მე ვუპასუხე, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არ უნდა ჰქონდეს საუბარი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდებაზე და რომ ეს მოთხოვნა საჯარო გახდება, რადგან დავურეკავ ყველას და გავაგებინებ, რომ რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის ჩამოგდებას მოითხოვს,`-
– იხსენებს რაისი. ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, მაშინ რუსმა კოლეგამ კიდევ ორი, ამჯერად საჯარო მოთხოვნა წამოაყენა: საქართველოს ხელი უნდა მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე და ჯარები ბაზაზე დაებრუნებინა.
შემდეგ რაისი წერს, რომ მივიდა ტელეფონთან და მთელ მსოფლიოში რეკვა დაიწყო - დაურეკა მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, შემდეგ ბრიტანელებს, ფრანგებს და სხვებს, აცნობა გაეროს უშიშროების საბჭოსაც.
გაზეთი `ვაშინგტონ პოსტი` წერს, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ახალი წიგნი უკვე გახდა განხილვისა და ანალიზის საგანი.
კომენტარები