0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბაქრაძე ამერიკელ სენატორებს ხვდება

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელ სენატორებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ ჯონ მაკკეინთან, როი ბლანტთან და მარკ ბეგიჩთან პირისპირ საუბროს დროს რეგიონული უსაფრთხოების და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილა. ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე. დავით ბაქრაძე ასევე განაგრძობს შეხვედრებს კონგრესისა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. პირისპირ შეხვდება სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბარნს და სიტყვით გამოვა მარშალის ფონდშიც. პარასკევს კი იგი ბოსტონში გამეგზავრება, სადაც ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სკოლაში მოხსენებით წარდგება. დავით ბაქრაძე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები