0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დემონსტრაციები კანში - საფრანგეთის ტერიტორიას საფრთხე ემუქრება

ჩამოტვირთვა

დემონსტრაციები ფრანგულ ნიცაში. საპროტესტო გამოსვლებში თანამედრვე კაპიტალიზმის ათასობით მოწინააღმდეგემ მიიღო მონაწილეობა. აქცია, რომელსაც მონაწილეებმა ეროვნული სამიტი დაარქვეს, კანში გახსნილი დიდი ოცეულის სამიტს უკავშირდება. აქციის მონაწილეთა განმარტებით, მათ სურთ, რომ მსოფლიო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების გათვალისწინებით იქნას მიღებული და ღარიბები ყურადღების მიღმა არ რჩებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კანის აქციებზე სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჯერ არ ჰქონია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა საავადმყოფოებმა ყველა არასასწრაფო ოპერაცია გადადეს და დაშავებულთა მიღებას ელიან. რაც შეეხება ქალაქ კანს, უცხოური მედიის ცნობით, ქალაქში უსაფრთხოების ზომები სერიოზულადაა გამკაცრებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები