0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაჩხრეკილი ჟურნალისტები და ბრძოლა მიკროფონისთვის პირდაპირ ეთერში

ჩამოტვირთვა

მას შემდეგ რაც კრიმინალებივით გაჩხრეკილმა ჟურნალისტებმა შუშის უცნაური ბანერებითა და კონსტრუქციებით გაფორმებულ დარბაზში შეაღწიეს, სათანადო რაოდენობის არც სკამი აღმოჩნდა და არც ორგანიზებულობით კმაყოფილება შემჩნევია ვინმეს. ორსაათიანი ლოდინით დაქანცულმა ჟურნალისტებმა პრესკონფერენციის დაწყების იმედით საკუთარ მოპოვებულ ადგილებს მიაშურეს, მაგრამ პრესკონფერენციის მაგივრად მაყურებელი ჩვეულებრივი უნიჭოდ დადგმული საცირკო ნომრების თვითმხილველი გახდა. კითხვების დასმის საშუალება ორასამდე ჟურნალისტიდან მას-მედიის დაახლოებით 20-მდე წარმოამადგენელს მიეცა. უფრო ზუსტად მათ ეს უფლება პირდაპირ ეთერში ბრძოლის ხარჯზე მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციას რამდენიმე მოდერატორი ჰყავდა, ისინი პიროვნული ინტერესების დაცვით მიკროფონს თავისივე ინიციატივით აწვდიდნენ სასურველ კანდიდატებს. თავად ივანიშვილი კი ზოგადი პასუხებით შემოიფარგლა. მიუხედავად იმისა, რომ მან ყველა კითხვას გასცა პასუხი, მის საუბარში მრავლად იყო არაფრისმთქმელი პარალელები, ლირიული გადახვევები, ჟურნალისტებისადმი ბრალდებები და თავის მართლების მცდელობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები