0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აურზაური სრულიად არაფრის გამო, ანუ ივანიშვილი VS მედია

ჩამოტვირთვა

საქართველომ დაიწყო ომი და რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება კარგია ამ განცხადებებით ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კრემლის წინაშე ანგარიშვალდებულია. ამის მიუხედავად ივანიშვილმა თავი ვერ აარიდა აიტივის შეკითხვას და იმის აღიარებას, რომ რუსეთი ოკუპანტია და მას საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი უკანონოდ აქვს მითვისებული. დაწყებამდე უკვე სკანდალურად შერაცხული პრეს-კონფერენცია არანაკლები ხმაურით გაგრძელდა. ჟურნალისტებს მიკროფონის მოსაპოვებლად და შეკითხვის დასასმელად ხელჩართული ბრძოლა უწევდათ. ამაო გამოდგა ივანიშვილის მოწოდება წესრიგისაკენ - ალბათ, ამაზე ოლიგარქის პრეს-სამდვინოს წინასწარ უნდა ეზრუნა. რიგ შემთხვევაში ივანიშვილს საკუთარი პრეს-მდივნის გაჩემებაც უწევდა. 1 საათიანი პრეს-კონფერენციის განმავლობაში ქართველი ოლიგარქი კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემის ნაცვლად ჟურნალისტებისთვის რჩევების მიცემითა უფრო იყო დაკავებული. კითხვები, რომლებიც ბიზნესმენის გემოვნებაში არ ჩაჯდა, მან ავტომატურად შეკვეთილად გაასაღა. კიდევ ერთი შეკითხვა რაზეც ივანიშვილმა პასუხს თავი ვერ აარიდა ინტერნეტ-საინფორმაციო პორტალ პრესა.ჯი-ს ჟურნალისტმა დასვა. ჟურნალისტის მიერ ერთმანეთის მიყოლებით დასმული ორი კითხვიდან ივანიშვილმა ერთი შენიშვნად მიიღო, მეორეს კი საკმაოდ ზოგადი პასუხი გასცა და საკუთარი ქველმოქმედებით სპეკულაციაც არ მოერიდა. ივანიშვილს კონკრეტულად არ უსაუბრია, არც პოლიტიკურ ნაბიჯებზე და არც იმაზე, თუ როგორ აპირებს საგარეო პოლიტიკაში სამ ფრონტზე ბრძოლას - აშშ-ს, ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისა და რუსეთის ინტერესების დაბალანსებას. პრეს-შოუს ბოლოს ოლიგარქმა დროში შეზღუდულობა მოიმიეზა და მასმედიის წარმომადგენლებს მომავალი შეხვედრის იმედით დაემშვიდობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები