პოლიტიკა
სერგეი ლავროვი მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას ითხოვდა
2011-11-01 16:34:13
ჩამოტვირთვა
„საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს “ - მითხრა სერგეი ლავროვმა - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, თავის მემუარებში წერს. იგი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს იხსენებს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დიალოგის დეტალებზე ყვება. რაისის წიგნიდან ამონარიდს The Washington Post-ი ავრცელებს.
კონდოლიზა რაისი აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოში მას სერგეი ლავროვი დაუკავშირდა და რუსეთის სამი მოთხოვნის შესახებ აცნობა. პირველ რიგში, საქართველოს ხელი უნდა მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე; მეორე - საქართველოს არმია ბაზებზე უნდა დაბრუნებულიყო.
რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, ლავროვმა რაისს განუცხადა: „შემდეგი მოთხოვნა მხოლოდ ჩვენ გვეხება. მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს". ყურებს ვერ ვუჯერებდი, ვიმოქმედე ინსტიქტებით და არა - ანალიზით - წერს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი.
„სერგეი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის შეცვლაზე საუბარი არ შეუძლია. თქვენი მესამე მოთხოვნის შესახებ საზოგადოება გაიგებს, რადგან ვაპირებ ყველას ვუთხრა, ეს შემიძლია და ამას გავაკეთებ, რომ რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს". - უპასუხა რაისმა.
ამის შემდეგ, რაისის ინფორმაციით, იგი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს და ეს ინფორმაცია მიაწოდა.
კომენტარები