0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ამერიკის კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს

ჩამოტვირთვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს შვეიცარიის მცდელობას შეათანხმოს მოსკოვსა და თბილისს შორის საბაჟო-სასაზღვრო საკითხები. ვიქტორია ნულანდის თქმით, მართალია, მოლაპარაკების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწიეს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ რუსული მხარე შეთავაზებას ამ დრომდე განიხილავს. რუსეთ-საქართველოს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მეორედ გამოეხმაურა. „მხარს ვუჭერთ შვეიცარიის მცდელობას რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების პროცესში საბაჟო და სასაზღვრო საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით, რაც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების კონტექსტში გამოიკვეთა. დადებითად ვაფასებთ მოლაპარაკებების მიმდინარეობას. პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გარკვეული წარმატებები უკვე არსებობს. ქართულმა მხარემ მიიღო შვეიცარიის შეთავაზება, რუსები ჯერ ისევ განხილვის პროცესში არიან. შვეიცარია გარკვეულ დეტალებზე მუშაობს და იმედი გვაქვს ძირითადი საკითხებიც მალე გადაწყდება,“-

კომენტარები

მსგავსი სიახლეები