0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როკისა და ფსოუს მონაკვეთზე მონიტორინგს შვეიცარია განახორციელებს

ჩამოტვირთვა

შვეიცარიული მხარის მიერ რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების სტუმრობა საქართველოში და პრემიერ-მინისტრის 10-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ ისაუბრა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქართული მხარე დაეთანხმა შვეიცარიის კომპრომისულ წინადადებას, რომელიც როკსა და ფსოუზე მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობს. როგორც მანჯგალაძე აცხადებს, მონიტორინგი ყველა სავაჭრო ტვირთზე განხორციელდება. მისივე თქმით, სხვა მხრივ, შეთანხმების ტექსტი უცვლელია. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, მან გუშინ ითხოვა დამატებითი დრო საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები