0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემას გააგრძელებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს სტრატეგიული განვითარების ათპუნქტიანი გეგმა - დღეს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა სტუდენტებს გააცნო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ ვიდეოკონფერენციაზე პრემიერ–მინისტრი მოსახლეობის შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. დასაწყისში პრემიერმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები მიმოიხილა. გილაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას გეგმის "მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის" რეალიზაციის ფინანსური რესურსი გააჩნია. მისი განარტებით, ,,ათპუნქტიანი გეგმა’’ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და მოქალაქეების სოცილაური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 ათასი ადამიანი დასაქმდება. დაახლოებით 20 ათასი ადამიანის დასაქმებას კი მთავრობა წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის კუთხით აპირებს. გილაურის განცხადებით მთავრობა რაიონული და რეგიონული წყლის ცენტრების რეაბილიტაციაზე დიდ ინვესტიციებს დებს. ვიდეოკონფერენციის დროს პრემიერ–მინისტრმა კერძო სექტორში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ვიდეოკონფერენცია ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელ FACEBOOK-ის მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ პრემიერისთვის ნებისმიერი კითხვა დაესვათ. თუმცა პრემიერ–მინისტრმა ყველა დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხა. კონფერენციის დასრულების შემდეგ გილაურმა პირობა დადო, რომ შეკითხვებს პრემიერ–მინისტრი და და მისი ადმინისტრაცია პასუხს რამოდენიმე დღის განმავლობაში გასცემენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები