0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში შვეიცარიის დელეგაცია ჩამოვა

ჩამოტვირთვა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში შვეიცარიის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევისა და მიშლინ კალმი რეის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, არკადი დვორკოვიჩმა, განაცხადა. მისი თქმით, დელეგაციის თბილისში ვიზიტის დროს გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდება. საჭიროების შემთხვევაში, რუსულ მხარესთან შვეიცარიელი დელეგატების სატელეფონო კონსულტაციებიც იგეგმება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის შეთანხმება მიღწეულია და ახლა რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა ნაბიჯს გადადგამს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები