0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თურქეთში ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა

ჩამოტვირთვა

ტერორისტული აქტი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. ქურთებით დასახლებულ ქალაქ ბინგოლში თავი ტერორისტმა ქალმა აიფეთქა. დაღუპულია სამი და დაჭრილია 12 ადამიანი. აფეთქება ქალაქის ცენტრში, თურქეთის მმართველი პარტიის ოფისთან ახლოს მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქუჩაში ახლოს მდგომი მანქანები დააზიანა. ტერქატზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ხელისუფლება ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებს. აფეთქების შემდეგ სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები