0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტერორისტების მორიგი სამიზნე ავღანეთში ნატოს კოლონა გახდა

ჩამოტვირთვა

თავდასხმა ავღანეთში ნატოს კოლონაზე. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ქაბულის დასავლეთ უბანში ეროვნულ მუზეუმთან ახლოს ააფეთქა. ტერაქტს ერთი სამართალდამცველი და სამი მშვიდოებიანი მოქალაქე ემსხვერპლა. თუმცა რამდენიმე უცხოური სააგენტო დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით, დაშავებულთა შორის არიან სამხედროებიც, თუმცა სხვა დეტალები უცნობია. მედიის ინფორმაციიტ, დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან ნატოს ვერტმფრენებით გაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავის თავზე თალიბანმა აიღო. მებრძოლებმა თავდასხმა ორი დღის წინ ყანდაარშიც მოაწყვეს. უცხოელების სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შედეგად, აისაფში მომუშავე ავღანელი თარჯიმანი დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები