პოლიტიკა
ბოსნიაში ამერიკის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს
2011-10-29 10:49:53
ჩამოტვირთვა
სარაევოში შეიარაღებულმა ისლამისტმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით, მამაკაცი პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ორმხრივი სროლის შედეგად ერთი პოლიციელიც დაშავდა. რადიკალი ისლამისტი 23 წლის იყო. ექიმების თქმით, მიყენებული ჭრილობები დამნაშავის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის. სამართალდამცველებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, შეიარაღებული მარტო მოქმედებდა თუ რომელიმე დაჯგუფების წევრი იყო. ბოსნიის სახელისუფლებო უწყების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ეს იყო თავდასხმა ბოზნია ჰერცოგოვინაზე და არა ამერიკაზე ან შტატების საელჩოზე.
კომენტარები