0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობაში პაუზა დაუშვებელია“

ჩამოტვირთვა

საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ თანამშრომლობაში დროებითი პაუზა აღარ უნდა განმეორდეს. ეს იყო მთავარი მესიჯი, რომელიც უკრაინა-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე გაჟღერდა. ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობის და ქვეყანაში გატარებული რეფორმების გაზიარების მიზნით მეორე დღეა თბილისი უკრაინიდან ჩამოსულ 50 კაციან დელეგაციას მასპინძლობს. „საქართველო-უკრაინის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის“ რიგით მე-6 სხდომა სასტუმრო „ჰოლიდეი–ინ“–ში გაიმართა. დელეგაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო ხელმძღვანელობს, მის შემაშემადგენლობაში კი სამთავრობო სტრუქტურებისა და დარგობრივი სამინისტროების ხელმძღვანელი პირები არიან. ტიპიტკომ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ევროკავშირის ალიანსის პარტნიორობის ფარგლებში. მანამდე უკრაინულმა დელეგაციამ სახელმწიფო მინისტრ გია ბარამიძესთან ერთად მწერალ ტარას შევჩენკოს ძეგლი ყვავილებით შეამკო. საქართველოს ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის ხშირი სტუმარი ტიგიპკო უკრაინელ და ქართველ ბიზნესმენებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს შეხვდა. ამ შეხვედრაზეც მთავარი განსახილველი საკითხი ქართული ბიზნეს გარემო და წარმატებული რეფორმები იყო. უკრაინულ დელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები სხვადასხვა სექტორებს წარმოადგენენ. მათ შორის არიან საქმოსნები სოფლის მეურნეობის, საფინანსო, ტელეკომუნიკაციის და ტურიზმის სფეროდან. მეგობარი ქვეყნიდან მოწვეული კერძო სექტორის წარმომადგენლები გამოცდილებას დღეს ქართველ კოლეგებთან ცვლიდნენ. დღის ბოლოს უკრაინის ვიცე-პრემიერს მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, უკრაინული დელეგაცია საქართველოში გატარებული რეფორმებით დაინტერესდა და ქართული გამოცდილების გაზიარების სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჯიმში მიმდინარეობდა. უკრაინული დელეგაცია საქართველოს 2011 წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე მეოთხედ ესტუმრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები