0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაჭრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად

ჩამოტვირთვა

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ქართული მხარე შვეიცარიის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების ახალ ვერსიას დაეთანხმა. შემოთავაზების თანახმად, რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო კორიდორების გავლით ტვირთების მოძრაობის გაკონტროლება გახდება შესაძლებელი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის რუსეთს, ორგანიზაციის ყველა წევრის, მათ შორის საქართველოს თანხმობა ესაჭიროება. ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას საქართველო დიდი ხანია არ თანხმდებოდა. რამდენიმე თვეა რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები შვეიცარიული მხარის შუამავლობით მიმდინარეობს. შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას რუსეთი ჯერჯერობით არ თანხმდება და მოსაფიქრებლად დროს ითხოვს. აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ კრემლი, მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, საქართველო-რუსეთის სადავო სასაზღვრო ტერიტორიაზე ნეიტრალური სტატუსის მქონე უცხოელი დამკვირვებლების განთავსებაზე დათანხმდება. შვეიცარიის მიერ წარმოდგენილ გეგმაზე კრემლის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება, რუსეთ-საქართველოს ოფიციალურად აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის მონიტორინგი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები განახორციელებენ. ასევე მიღწეულია შეთანხმება იმ ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცვლაც მოხერხდება. უმრავლესობა აცხადებს, რომ ქართული მხარე კომპრომისული ნაბიჯების გდადგმისათვის მზადაა. საქართველოს დელეგაციის წევრებმა შვეიცარიელი შუამავლების კომპრომისული წინადადება მიიღეს, რაც დეკემბერში რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებას გზას გაუხსნის. რუსეთის დელეგაციის წევრები, ვაჭრობაზე მონიტორინგის სისტემის დაწესების შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. საპარლამეტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, შვეიცარიული მხარის მიერ შეთავაზებული წინადადება გონივრული და რაციონალურია. ოფიციალურ მოსკოვს საკუთარი გადაწყვეტილება ჯერ არ დაუფიქსიებია, თუმცა ქართულ და შვეიცარულ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები