პოლიტიკა
რუსული მედია კრემლის პასუხის მოლოდინშია
2011-10-28 11:52:35
ჩამოტვირთვა
,,საქართველო და ევროკავშირი შეთანხმდნენ, ახლა უკვე რუსეთის პასუხს ელოდებიან, ,,მოსკოვმა შეთავაზების განსახილველად დრო ითხოვა, რუსეთი საქართველოს წინადადებაზე ფიქრობს” - ასე ეხმაურებიან რუსული სააგენტოები კრემლისთვის მიცემულ შეთავაზებას და დასტურად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წარმომადგენლის განცხადება მოჰყავთ. ამ ეტაპზე რუსეთი განიხილავს შვეიცარიის შუამავლების მიერ გადმოცემულ წინადადებებს და საკუთარ დამოკიდებულებას, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში გააჟღერებს. ჯენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ რუსეთის პასუხი მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.
კომენტარები