0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პასტორმა, რომელმაც ყურანი დაწვა, აშშ-ს პრეზიდენტობა გადაწყვიტა

ჩამოტვირთვა

პასტორმა ტერი ჯონსმა, რომელმაც მუსულმანების საღვთო წიგნი, ყურანი, საჯაროდ დაწვა, აშშ-ის პრეზიდენტობა გადაწყვიტა. იგი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს მონაწილეობას. ბი-ბი-სის ინფორმაციით, ჯონსის წინასაარჩევნო პლათფორმა სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციასა და ბიზნესისთვის გადასახადების დაწევას ითვალისწინებს. პასტორი გამოდის ინიციატივით, რომ საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ. პასტორის თქმით, მან არჩევნებში მონაწილება იმის გამო გადაწვიტა, რომ არ ენდობა პოლიტიკოსებს, რომლებიც ამჟამად ქვეყანას მართავენ. მისი თქმით ისინი „ხალხს სიმართლეს არ ეუბნებიან".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები