0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თბილისის ცენტრში დიპლომატებისთვის თავისუფალი ვაჭრობის ცენტრი გაიხსნა

ჩამოტვირთვა

„დიპლომატი“- ამ სხელწოდების თავისუფალი ვაჭრობის ობიექტი ჭავჭავაძის 74-ბ ნომერში გაიხსნა. ობიექტი „დიუთი ფრი ალიანსს ეკუთვნისს და დიპლომატებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვისაა განკუთვნილი. თავისუფალი სავაჭრო პუნქტი 150 კვადრატულ მეტრზეა განათავსებული და მასში რამდენიმე ათეული დასახელების, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქტია წარმოდგენილი. კომპანიის თქმით, ობიექტის გახსნის უმთავრესი მიზანი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისთვის, საჭირო პროდუქტის შეძენისას მეტი კომფორტის შექმნაა. მომხმარებლებს ასორტიმენტებს კომპანიები: შატო მუხრანი, ქინძმარაულის მარანი, კახეთის ტრადიცული ღვინოები, ბესინი, ბორჯომი და „აჭარიან ტობაკო“ სთავაზობენ. ამასთანავე, იგეგმება გაფართოება საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზეც. ინვესტიციები უკვე მიმართულია წითელი ხიდის, სადახლოსა და სარფის პორტალებზე არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში. კომპანია „დუითი ფრი ალიანსი“ საქართველოში 2008 წლიდან მოღვაწეობს. იგი გერმანული ჰოლდინგის „დიუთი ფრი ინტერნაციონალი“-ს წევრია და მომხმარებელს საქართველოს 4 საზღვარზე ემსახურება. „სურვილი გვქონდა თბილისი შეერთებოდა იმ ქალაქების რიცხვს, სადაც წარმატებულად ფუნქციონირებს „დაუნ თაუნ დიუთი ფრი“ და „სითი დიუთი ფრი“. ამასთანავე გვსურდა საქართველოში არსებული აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისთვის და მათთან გათანამრებული პირებისთვის პირადი მოხმარების საგნების შეძენის პირობები გაგვეუმჯობესებინა. აქ მათ შეეძლებათ შეიძინონ პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი პროდიქცია, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით გათავისუფლებულია ყველანაირი ველდებულებებისგან. ასევე თავისუფალი ვაჭრობის ამ ობიექტით შეძლებენ ისარგებლონ იმ პირებმა რომლებიც ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას და შეძენილი პროდუქციის მიწოდება მოხდება უშუალოდ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები