მსოფლიო
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მოლოდინები
2011-10-27 15:00:07
ჩამოტვირთვა
1. დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვება
2. პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლება
3. გუბერნატორებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის აკრძალვა
ეს არის ნაწილი იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფმა ვენეციის კომისიის ექსპერტებისგან მიიღო. ორდღიანი ვიზიტისა და კოდექსში შესატანი ცვლილებების გაცნობის შემდეგ, კომისიის წევრებმა მთავრობას წინასწარი სამართლებრივი მითითებები მისცეს. საგანგებო პრესკონფერენციაზე ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკეტმა, საარჩევნო კოდექსის ხარვეზებზე დეტალურად ისაუბრა.
გარკვეული ასპექტები ჩვენი კრიტიკული შეფასებებისა, რომელიც გვქონდა გამოთქმული კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ახალ კანონპროექტშიც არ არის ასახული. იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნილი პროექტი გადამუშავდება და ცვლილებებს დაექვემდებარება. ამ საკითხებს შორის, პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლება, დამოუკიდებელ კანდიდატებთან დაკავშირებული შენიშვნა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის უზრუნველყოფა. ასევე არჩევნების მიმდინარეობის ვიდეო-თვალით კონტროლი და მარკირების პროცესი, რომლის ბიომტრიული პასორტებით ჩანაცვლება შესაძლებელია თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში. პრობლემების არსებობის მიუხედავად ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრებისას დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ პროექტი გადამუშავდება და ის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვა.
ვენეციის კომისიის ექსპერტები იმასაც იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გუბერნატორებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობას არ მისცემს და სახელმწიფო კომპანიებთან მიმართებაშიც შეიცვლის პოზიციას. ამბობენ, რომ ეს საკითხები გამართული შეხვდერების დღის წესრიგშიც იყო. ვენეციის კომისიის მდივანმა, ტომას მარკერტმა, პარტიების დაფინანსების საკითხში ევროსაბჭოს კორუფციასთან ბრძოლის ორგანიზაციის – გრეკო -ს რეკომენდაციების არსებობას და მათი, როგორც "საარჩევნო კოდექსში", ისე სხვა საკანონმდებლო აქტებში, ასახვის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დადებითად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ არსებულ პრობლემებზე მუშაობა დაწყებულია და ის უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
კომისიის წევრების შეფასებებს უკმაყოფილო არც ოპოზიციის წარმომადგენლები დაუტოვებია. მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო კომისის წევრის, მამუკა კაციტაძისთვის, შენიშვნები მოულოდნელი არ ყოფილა.
სარედაქციო ჯგუფი კოდექსზე მუშაობას ახლა უკვე ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით გააგრძელებს. 16-17 დეკემბერს კი ვენეციის კომიიის ექსპერტები საარჩევნო კოდექსის პროექტზე საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებენ. ამის შემდეგ კი საქართველოს პარლამენტი ახალი კოდექსის განხვილვებს დაიწყებს.
კომენტარები