0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ნატო მზადაა, საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები გააღრმავოს”

ჩამოტვირთვა

ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზა ქვეყანაში რეფორმებზე იქნება დაფუძნებული. ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. აპატურაის თქმით, 2012 წელს ჩიკაგოში დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს მხარდაჭერა ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან. მისი თქმით, ვიზიტი, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით საქართველოში განხორციელდება, მკაფიო გამოხატულება იქნება იმისა, რომ ალიანსი სურვილს გამოთქვამს და მზად არის, საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა იქონიოს. ნატოს სპეცწარმომადგენელმა საქართველოში მიმდინარე რეფომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თავდაცვის, სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმები წარმატებით ხორციელდება. საუბრის დასასრულს კი აპატურაიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს ნატოს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩემი ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მომზადებაა. ეს იქნება პირველი ვიზიტი და ძალიან მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ნატო-ს სურვილი აქვს და მზადაა, საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები გააღრმავოს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები ნატო-ს ხელმძღვანელობისგან მოისმენენ, რამდენად კმაყოფილები არიან ისინი იმ პროგრესით, რომელიც თქვენს ქვეყანაში იქნა მიღწეული. საქართველოს მთავრობა სწორი გზით მიდის. უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი არჩევნები ელის. ჩვენ ძალიან ზედმიწევნით დავაკვირდებით ამ პროცესს. "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები