0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილი რუს ჯალათს აფინანსებდა

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილი იმ რუს გენერალს აფინანსებდა, რომლის ჯარისკაცებმაც 1989 წლის 9 აპრილს ქართველები ამოხოცეს. ბიზნესმენი რუსული გამოცემისათვის მიცემულ ერთერთ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ის გენერალ ლებედს აფინანსებდა და არეკლამებდა. გენერალი იმ პერიოდში მიტოვებულ პოლიტიკოსად ითვლებოდა და ელცინის წინასაარჩევნო შტაბის წევრები, რომელსაც ანატოლი ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, ლებედს სერიოზულად არ უყურებდნენ. ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ ელცინს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ლებედმა არჩევნებზე მას თავისი ხმები გადასცა. საბოლოოდ, გამარჯვება ელცინმა მოიპოვა. ბიზნესმენს ამის გამო მადლობა არავინ გადაუხადა, რაც ივანიშვილის გულდაწყვეტის მიზეზი გახდა. მოგვიანებით, როცა ლებედი გუბერნატორი გახდა, მილიარდერმა მას ფინანსური დახმარება აღარ აღმოუჩინა, თუმცა მუშახელით კვლავ უზრუნველყოფდა. ლებედის გვარი კარგად არის ცნობილი საქართველოს ისტორიიდან. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები სწორედ ამ რუსი გენერლის სახელს უკავშირდება. ქართველების სიძულვილით შეპყრობილი ლებედი აქტიურად იბრძოდა საბჭოთა კავშირის გადასარჩენად. 9 აპრილის მოვლენების დროს, მისმა ჯარისკაცებმა ქართველები სასტიკად ამოხოცეს. რუსი გენერალი ავღანეთის ომშიც იბრძოდა. 1988 წელს იმ საჰაერო-სადესანტო დივიზიის ხელმძღვანელი იყო, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან მოვლენებში მონაწილეობდა, როდესაც მომწამლავი აირითა და ალესილი ნიჩბებით მშვიდობიანი მომიტინგეები დაჩეხეს. ივანიშვილის მეგობარ ლებედს, საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა აჭარის ყოფილ მეთაურთან, ასლან აბაშიძესთანაც და მას ბათუმშიც სტუმრობდა. ადამიანი, რომელმაც საქართველოს ტრაგედიაში დიდი წვლილი შეიტანა, მუდამ ქართველების სიძულვილით გამოირჩეოდა. ამას მისი წიგნის „Тбилисская Смута“-ს ერთერთი თავიც ადასტურებს. იმპერიალისტ-შოვინისტი გენერალი საქართველოს განსაკუთრებული ზიზღით მოიხსენიებს. როგორც სხვადასხვა მასალებიდან ირკვევა, გენერალი ლებედი აფხაზეთის ომის დროს, სეპარატისტებს დიდი რაოდენობით თანხებს ურიცხავდა. გარდა ამისა, მოხალისეებს აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად მიუძღოდა. ექსპერტების თქმით, გენერალი ლებედი იმდენად სისხლიანი ფიგურა იყო, რომ მისმა რადიკალიზმმა რუსები გააღიზიანა, რაც მისი საჭვო დაღუპვის მიზეზი გახდა. სწორედ ასეთი წარსულის მქონე ფიგურის კარიერულ წინსვლას შეუწყო ხელი ბიძინა ივანიშვილმა. ერთერთ რუსულ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი არათუ საძრახისად მიიჩნევს 9 აპრილის პირსისხლიანი ჯალათის დაფინანსებასა და რუსულ პოლიტიკაში მის მყარად დამკვიდრებას, არამედ ამით ამაყობს კიდეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები