მსოფლიო
გრიგოლ ვაშაძემ აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა
2011-10-27 12:32:04
ჩამოტვირთვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანში ოფიციალური შეხვედრები გამართა. გრიგოლ ვაშაძე პირისპირ ესაუბრა ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში და განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ.
კომენტარები