0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აპატურაი საქართველოს მხარდაჭერას მოსკოვშიც ღიად ადასტურებს

ჩამოტვირთვა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მოსკოვში საქართველოს მხარდამჭერ მორიგ განცხადებას აკეთებს. თბილისში ჩამოსვლის წინ გამოცდილი დიპლომატი "ინტერფაქსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხს ეხმაურება. ნა¬ტოს გე¬ნე¬რა¬ლუ¬რი მდივ¬ნის წარ¬მო¬მად¬გე¬ნელ¬მა მოს¬კოვ¬ში გა¬მარ¬თულ პრეს¬კონ¬ფე¬რენ¬ცი¬ა¬ზე განმარტა, რომ ნა¬ტო¬ში გაწევრიანებისთვის ქვეყანამ ნა¬ტოს სტან¬დარ¬ტე¬ბის რე¬ფორ¬მი¬რე¬ბის გზა წარ¬მა¬ტე¬ბით უნ¬და გა¬ი¬ა¬როს. როგორც ცნობილია აპატურაი საქართველოში ვიზიტისას სწორედ დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობით დაინტერესდება. ნატოს პოლიტიკური მხარდაჭერა და ალიანსის მყარი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში - ასე აფასებენ ექსპერტები ჯეიმს აპატურაის თბილისში დაგეგმილ ვიზიტს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ ვიზიტის ფარგლებში ყველა ის მიმდინარე საკითხი იქნება განხილული, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეეხება. ჯეიმს აპატურაი საქართველოში პირველად 2010 წლის 7 აპრილს ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც ნატოს გენერალური მდივნის პრესსპიკერის თანამდებობა დატოვა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელის პოსტი დაიკავა. მაშინ გამოცდილი დიპლომატი აცხადებდა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები ქვეყანას ნატომდე აუცილებლად მიიყვანდა, დღეს კი აპატურაი საქართველოს შანსებზე ღიად ალაპარაკდა. ჯეიმს აპატურაი საქართველოში 27 ოქტომბერს ჩამოვა. ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები