0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონგრესმენები ობამასგან რუსეთ–საქართველოს საკითხზე მეტ სიმკაცრეს მოითხოვენ

ჩამოტვირთვა

ამერიკელი კონგრესმენები ბარაკ ობამას ადმინისტრაციასა და კრემლს ერთდროულად აკრიტიკებენ. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები რესპუბლიკელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, კონგრესმენმა, ჯონ ბონერმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააკეთა. კონგრესმენმა საუბრისას შერთებული შტატების ადმინისტრაციაც გააკრიტიკა. რუსეთი ფიქრობს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამერიკის ადმინისტრაციის დახმარებით გაწევრიანდება. ამისთვის კი სავალდებულო იქნება, კონგრესმა მუდმივ სავაჭრო ურთიერთობებს დაუჭიროს მხარი. თუმცა არსებობს გადაუჭრელი სავაჭრო საკითხები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს საკითხი დღემდე გადაუჭრელია, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ცდილობს საქართველო რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე დაითანხმოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შტატების ადმინისტრაცია არ განახორციელებს რუსეთზე ზეწოლას, დაბრუნდეს ომამდე არსებულ საზღვრებში. ადმინისტრაციამ ჩიხში შესული სიტუაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გათვალისწინებით უნდა მოაგვაროს. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დადგეს.’ შეხვედრაზე, რუსეთის კრიტიკა გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის დამფუძნებლის, გარი კასპაროვის, გამოსვლით გაგრძელდა. კასპაროვმა საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ რუსეთში სახელმწიფოებრიობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ---კასპაროვი-- „მიუხედავად პუტინის რუსეთის ძლიერი ზეწოლისა, საქართველო მაინც რჩება დემოკრატიულ და დასავლურ სახელმწიფოდ, მაგრამ ჩანს, რომ რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უფრო მნიშვნელოვანია მაერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი პარტნიორებისთვის, ვიდრე მოკავშირის ტერიტორიული მთლიანობა. პუტინის ადმინისტრაცია არასოდეს უშვებს შანსს დააფიქსიროს, თუ როგორ დატოვეს საქართველო და უკრაინა ნატოს მიღმა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა კიდევ ერთი ზეიმის მიზეზი იქნება. პუტინი არაფერს თმობს, როცა საქმე საქართველოს ეხება და დღემდე დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ერთად ბიზნესის კეთება საქართველოს მარწუხებში მოაქცევს.“ კონფერენციის მთავარ თემას „რისკი ამერიკა - რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკაში“ და კრემლის ძალადობრივი პოლიტიკის კრიტიკას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. პრესმდივნმა, ვიქტორია ნულანდმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ გადატვირთვის პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთსა და ამერიკას შორის მთავარ შეუთანხმებელ საკითხად კვალავ საქართველო რჩება. „ეს თემა ჩვენი დიალოგის ცენტრალური საკითხია. თქვენ უკვე იცით ჩვენი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით. შეერთებული შტატები ცნობს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ფაქტი რუსეთთანაც ღიად დავადასტურეთ. გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში, გავაგრძელებთ რუსეთთან მუშაობას, თუმცა ყოველთვის გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას მსგავს შეუთანხმებელ საკითხებთან დაკავშირებით.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები