0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამაკაცი ბრიტანეთის დედოფლის წინაშე ნაძლევზე გაშიშვლდა

ჩამოტვირთვა

წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ქალაქის სანახავად ავსტრალიაში ჩასულ ელიზაბეტ მეორეს 22 წლის ლიამ უორინერმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. ის გაშიშვლდა, საჯდომში ავსტრალიის დროშა გაიკეთა და დედოფლის კოლონას გვერდით მისდევდა. ლიამი სამართალდამცავებმა მაშინვე დააკავეს. ახალგაზრდამ განაცხადა, რომ დედოფალმა და ედინბურგის ჰერცოგმა ის შეამჩნიეს და ხელიც დაუქნიეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალგაზრდას იუმორი ვერ გაუგო. მშენებელს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დასდეს ბრალი. ეპატაჟური ახალგაზრდა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ლიამი სასამართლოს წინაშე უახლოეს დღეებში წარსდგება. ლიამმა აღიარა, რომ ყველაფერი ნაძლევის გამო მოხდა. მისმა მეგობარმა უთხრა, რომ ვერ გაბედავდა დედოფლის წინ გაშიშვლებას. "დიახ, მე დავანახე ჩემი საჯდომი დედოფალს...მერე რა მოხდა? ტელევიზორში მას ყოველდღე აჩვენებენ, თუმცა ამისთვის არავინ ისჯება" - განაცხადა უორინერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები