მსოფლიო
სახალხო დამცველი თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ
2011-10-26 11:39:10
ჩამოტვირთვა
არასათანადო მოპყრობა, არაადაპტირებული გარემო, თავისუფლების შეზღუდვა – ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც რეზიდენტულ დაწესებულებებში მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა შეისწავლეს. 10 დღის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა ამ მიმართულებით მონიტორინგი რამდენიმე დაწესებულებაში განახორციელა.
ბენეფიციართა საცხოვრებელი პირობები, მოპყრობის მდგომარეობა, მოვლისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები. მონიტორინგი კიდევ რამოდენიმე სფეროს შესწავლას შეეხო. სახალხო აპარატის მხრიდან, რეზიდენტულ დაწესებულებებში, ადმინისტრაციული მართვისა და ზრუნვის ამსახველი დოკუმენტაციის გარდა, სამართლებრივი მასალებიც გადამოწმდა. მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველის ანგარიშშიც აისახა, რის საფუძველზეც სახალხო აპარატის მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდა. გიორგი ტუღუშმა მონიტორინგის შედეგები საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა.
უფლებების რეალიზაცია – ეს უნარშეზღუდულების მთავარი პრობლემაა. დათრგუნული ფსიქოლოგია – ეს კი ყველა მათგანის განწყობა. როგორც მონიტორინგის ჯგუფის წევრები ყვებიან, რეზიდენტულ დაწესებულებებში საზოგადოებისაგან იზოლაციასაც განიცდიან. უნარშეზღუდულების მთავარ პრობლემად კი კვლავ დისკრიმინაციული გარემოს არსებობა რჩება.
სახალხო დამცველის ინიციატივით, უნარშეზღუდულთათვის მონიტორინგის ძირითად შედეგებთან ერთად, ყველა ის საქმე დაიბეჭდა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საქმესთან დაკავშირებით, გამოიტანა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მონიტორინგი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, 8 რეზიდენტულ დაწესებულებაში განხორციელდა.
კომენტარები