მსოფლიო
კადაფის დაკრძალვას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
2011-10-25 15:09:12
ჩამოტვირთვა
ლიბიის ყოფილი ლიდერის, პოლკოვნიკ მუამარ კადაფის, დაკრძალვის დღეს მის მშობლიურ ქალაქ სირტში მომხდარ აფეთქებას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ლიბიის გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, სირტში საწვავის საცავი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
აფეთქების მიზეზების შესახებ ჯერჯერობით, ცნობილი არაფერია. შემთხვევის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანმა, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მუამარ კადაფი ქალაქ სირტში, 20 ოქტომბერს, მოკლეს. დღეს, გამთენიისას კი იგი საიდუმლო ადგილას დაკრძალეს.
კომენტარები