მსოფლიო
საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში საქართველოს რეიტინგი იზრდება
2011-10-25 13:10:25
ჩამოტვირთვა
პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ტრადიციულ ბრიფინგზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებსა და მასში საქართველოს რეიტინგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უკვე მეოთხე წელია, ამ კვლევებში, საქართველო განვითარების ტემპსა და ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს. 2008 წლიდან დღემდე ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მეორე ადგილზეა, მაშინ როცა, 2007 წელს - მე-11, ხოლო 2006 წელს მხოლოდ მე-16 პოზიციას იკავებდა. მანჯგალაძის შეფასებით, მაჩვენებლები საინტერესო და ბევრის მთქმელია და, პირველ რიგში, იმ სფეროს განვითარებაზე მიუთითებს, რომელსაც კვლევა უშუალოდ ეხება.
კომენტარები