0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოპოზიციის მიტინგი რუსეთში და 14 დაკავებული

ჩამოტვირთვა

ოპოზიციის მორიგი მიტინგი მოსკოვში, ისევ დაკავებებით დასრულდა. სამართალდამცავებმა, არასანქცირებულ აქციაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, 14 ადამიანი დააპატიმრეს. ისინი, 4 დეკემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპროტესტებდნენ. დაკავებულებს შორის არის ოპოზიციური მოძრაობა მემარცხენე ფრონტის ლიდერი სერგეი უდალცევი და ნოვაია გაზეტას ჟურნალისტი. ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ეტაპზე, 12 დაკავებული უკვე გათავისუფლებულია. პოლიციის განყოფილებაში, მხოლოდ უდალცევი და მისი ერთი თანამოაზრე რჩებიან, მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები